Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, სად და რატომ აპირებდა ამ ხალხის შეგზავნა-შევარდნას?

მარშალ პრესი 10/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, სად და რატომ აპირებდა ამ ხალხის შეგზავნა-შევარდნას? ნახევრად, რომ საქართველოში არ არის და ევროპისა და ამერიკის არც ერთ ქალაქი არ დარჩა, რომ არ იყოს ჩასული, რომლიდან ან ვისგან იღებდა პარლამენტში შესავარდნად მწვანე შუქს? – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ვიდეოს აქციიდან, სადაც გედევან ფოფხაძე ესაუბრება სერგი კაპანაძეს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კითხვები ბევრია, პასუხები კი პირველ რიგში, ალბათ იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა გაწირვის ხარჯზე აპირებდნენ „რევოლუციურ გამარჯვებას.

„დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ კანონი გაწვეულია, სიმშვიდე ისადგურებს, სავარაუდოდ მხარეები 12 პუნქტიან გეგმას მიუსხდებიან და ევროკავშირის კანდიდატობის მნიშვნელოვანი გზისთვის მოემზადებიან. ყოველ შემთხვევაში ეს ყველას გვინდა! ამასობაში ნელ-ნელა, ვნებათაღელვაც ცხრება, თუმცა, გარკვეული კითხვები მაინც ჩნდება-აქციაზე, რომლის ძირითად ბირთვს გულმხურვალე ახალგაზრდობა წარმოადგენდა, მაინც ყოფილან ისეთები, რომლებიც არეულობის და რევოლუციისთვის ემზადებოდნენ, მის აღსრულებაში კი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება სურდათ.

ერთ ერთ ასეთ ჯგუფს სერგი კაპანაძე, გედეონ ფოფხაძე და ჩემთვის უცნობი ქალბატონი წარმოადგენენ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნათლად ისმის თუ რაზე საუბრობს ეს ჯგუფი: მაგალითად ქალბატონი ამბობს: ნიშნავს თუ არა ეგ მწვანეს, რომ შევარდე? ან შენ რომ შევარდები მერე კი გექნება მხარდაჭერა. სერგი კაპანაძე: ახლა რომ შევარდე, ამათ რო დედა მოუ**ნა, არავინ არ დაგძრახავს და ასე შემდეგ სრული ტექსტის მოსმენა ვიდეოშია შესაძლებელი. ახლა, პირველი, ვინმემ არ მითხრას მწვრთნელი არ უშვებდთ და სტადიონზე აპირებდნენ ფეხბურთის სათამაშოდ შევარდნას, ან ეს ვიდეო ფეიკიაო.

გასაგებია, რომ ძალადობრივად პარლამენტში შევარდნაზეა საუბარი, რომელსაც სამართალდამცავები იცავენ და ამ შევარდნის შედეგად, რა მსხვერპლი იქნებოდა ორივე მხრიდან კაცმა არ იცის! ამიტომ გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, სად და რატომ აპირებდა ამ ხალხის შეგზავნა-შევარდნას? ნახევრად, რომ საქართველოში არ არის და ევროპისა და ამერიკის არც ერთ ქალაქი არ დარჩა, რომ არ იყოს ჩასული, რომლიდან ან ვისგან იღებდა პარლამენტში შესავარდნად მწვანე შუქს? თუ იმას გავიხსენებთ, რუსების სასარგებლოდ, როგორ ამბობდა ჩვენ კასეტური ჭურვებით ვბომბავდით ცხინვალსო, იქნებ ამ შემთხვევაშიც რუსების ორმაგ აგენტებთან ჰქონდა მწვანე შუქზე შეთანხმება? რაღა შორს წავიდეთ და არ თქვა სააკაშვილმა ჩემი საქართველოში შემოყვანაში რუსეთის აგენტების ხელი ურევიაო? მოკლედ კითხვები ბევრია, პასუხები კი პირველ რიგში, ალბათ იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა გაწირვის ხარჯზე აპირებდნენ „რევოლუციურ გამარჯვებას!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ყველას გვსურს ვიხილოთ ისეთი საქართველო, რომელშიც პარლამენტის თითოეული წევრი, ქართული საზოგადოების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას
Next: ამ საპროტესტო დღეებმა დაგვანახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ გაიგონებს თავისი ახალგაზრდის გულის ნათქვამს და რომელიც წელში გადატეხავს თავის მოქალაქეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.