Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება, ძალიან მალე, თავად გადაიკითხავს ამ კანონპროექტს, აღარ ენდობა ოპოზიციისა და რადიკალების ცრუ ნარატივს და თვითონვე გამოიტანს შესაბამის დასკვნებს

მარშალ პრესი 08/03/2023
ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„გუშინდელი დღე იყო შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე იმ რადიკალების მიერ, რომელთაც არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროს გამჟღავნება. დეზინფორმაციული კამპანიის, ფეიკნიუსების გავრცელებით, მანიპულაციური დასკვნებით, შეძლეს საზოგადოების ღირსეული წევრების, ჩვენი ახალგაზრდებისა და არა მარტო მათი შეცდომაში შეყვანა. თუმცა ეს არის დროებითი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება, ძალიან მალე, თვითონაც გადაიკითხავს ამ კანონპროექტს, აღარ ენდობა ოპოზიციისა და რადიკალების ცრუ ნარატივს და თვითონვე გამოიტანს შესაბამის დასკვნებს. დარწმუნებული ვარ, აქციები გაგრძელდება, თუმცა სულ უფრო და უფრო ნაკლები მომხრე ეყოლება მათ მოწოდებებს. მათთვის სამწუხაროდ, მოლოდინი, რომ ჩვენ ამ კანონპროექტს უკან გავიწვევთ, არ გამართლდება“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

Post navigation

Previous: გულწრფელად მაინტერესებს იმ პირთა წრე, რომელიც ამ ქვეყანაში აფინანსებს ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომელსაც ახორციელებს „დროა“, „სირცხვილია“, გვჭირდება სიცხადე ამასთან დაკავშირებით
Next: შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.