Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გულწრფელად მაინტერესებს იმ პირთა წრე, რომელიც ამ ქვეყანაში აფინანსებს ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომელსაც ახორციელებს „დროა“, „სირცხვილია“, გვჭირდება სიცხადე ამასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 08/03/2023
ჩიქოვანი

„გულწრფელად მაინტერესებს, იმ პირთა წრე, ან იმ ორგანიზაციების წრე, რომელიც ამ ქვეყანაში აფინანსებს ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, პოლიტიკური აქტივობაა და არა არასამთავრობო სექტორის აქტივობა, რომელსაც ახორციელებს „დროა“, რომელსაც ახორციელებს „სირცხვილია“. მე მაინტერესებს და მგონი საზოგადოებასაც აინტერესებს ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამასთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს რუსეთის იარლიყის მიწებებას, რაც არ გამოსდით.

მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეძლებს საქართველო ღირსებით წავიდეს წინ ევროინტეგრაციის გზაზე. „გუშინ კანონპროექტის განხილვის დროს მე მკაფიოდ განვაცხადე ერთი რამ, რომ რადიკალური ოპოზიცია, დესტრუქციული ოპოზიცია, რევანშისტული პოლიტიკური ძალები,

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ რუსეთის იარლიყი. მათ ეს არ გამოსდით იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ზუსტად „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ შევძელით უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: როდესაც ხდება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების დაბულინგება და შეცდომაში შეყვანა თითქოს ვინმეს საქმიანობა შეიზღუდება, ეს არის მტკნარი ტყუილი
Next: დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება, ძალიან მალე, თავად გადაიკითხავს ამ კანონპროექტს, აღარ ენდობა ოპოზიციისა და რადიკალების ცრუ ნარატივს და თვითონვე გამოიტანს შესაბამის დასკვნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.