Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

მარშალ პრესი 15/04/2022
0245

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

რვა დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაციის წევრების განცხადებით, უკრაინაში მიდიან, რათა უკრაინელ მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ეს არის ბაკურიანში ჩატარებული ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი – შალვა პაპუაშვილი
Next: რამდენიმე დღეა, ისევ ხდება ჩემი სახელის ხელოვნური მიწებება ნაგვის მჭამელი პოლიტიკოსების მხრიდან – ბექა ოდიშარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.