Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ეს არის ბაკურიანში ჩატარებული ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 15/04/2022
შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის ზღვარი არის წაშლილი – ეს არის ბაკურიანში ჩატარებული ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მისთვის წარმოუდგენელია ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე ოპოზიცია მედიის და არასამთავროვო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საუბრობდეს.

„საბოლოო ჯამში, რაც ვნახეთ, დაადასტურეს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად სხედან და საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე? ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ იქ მედია არის პარტია, პარტია – მედია, NGO – პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა არის ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით,”– განაცხადა პაპუაშვილმა.

6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა”, ბათუ ქუთელია – „დროა”, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო”, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა” და პარტია „ლელოს” წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან” და „მთავარი არხის” წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას” აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ. შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.

Post navigation

Previous: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Next: შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.