Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საფლავებს ხომ გასწვდნენ, ახლა ცოცხალ შვილებს გვიმუნათებენ და მათ მშობლებს აგიჟებენ, ოღონდ საკუთარ ჯიბეს არაფერი დააკლდეს

მარშალ პრესი 07/03/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმაურება გავრცელებულ დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ მომზადებული კანონპროექტების ამოქმედების შემთხვევაში, უცხოური ორგანიზაციის დაფინანსებით, საზღვარგარეთ წასულ სტუდენტებს აგენტები ეწოდებათ.

„საფლავებს ხომ გასწვდნენ, ახლა ცოცხალ შვილებს გვიმუნათებენ და მათ მშობლებს აგიჟებენ, ოღონდ საკუთარ ჯიბეს არაფერი დააკლდეს და საკუთარი რეალური ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები არ გამოაშკარავდეს.

სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც წელსვე აუცილებლად მოეღება ბოლო და ფეიკებსა და დეზინფორმაციის ხარჯზე ხალხის ნერვებზე თამაში, ძვირადღირებული ფუფუნება გახდება! არანაირი „ევროპის, აზიისა თუ ამერიკის გავლენის აგენტობა“ თქვენს ნიჭიერ შვილებს არ ემუქრება! ნუ უჯერებთ ჯაშუშებს!

საქართველოს, მისი ისტორიის, ბუნების მიმართ სიყვარულს შეეწირა ჩემი უფროსი ვაჟი – რამდენიმე ევროპული ენის მცოდნე, რომელმაც თავის ხანმოკლე სიცოცხლეში მთელი მსოფლიო მოიარა, ძირითადად – ევროპაში საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციის მიზნით. იმავეს ემსახურება ჩემი უმცროსი ვაჟი, ასევე რამდენიმე ენის მცოდნე – რომლებიც, პირველ რიგში, ქართველები იყვნენ და არიან, ხოლო ამავდროულად – ევროპაში საქართველოს მომავლის სავიზიტო ბარათებს წარმოადგენდნენ.

მე მათი განუხორციელებელი დანატოვარისა და განსახორციელებელი მომავლის ერთგულ მსახურად დავრჩი ამ წუთისოფელში და შვილების თემით სპეკულირებას ვერავის ვერ გავუტარებ!!! საქართველო გახდება ღირსეული ევროკავშირის ღირსეული წევრი, ჩვენს ღირსეულ და ნიჭიერ ბავშვებთან ერთად. და თუ რომელიმე მხარეს დღეს ღირსებასთან აქვს პრობლემა – დრონი მეფობენ, და არა მეფენი“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: არ და ვერ გამოვა ყალბი აჟიოტაჟის გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, ქართული კანონი ქართული არ არის, სჯობს მას ვკითხოთ რას გულისხმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.