Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ და ვერ გამოვა ყალბი აჟიოტაჟის გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 07/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი „ევროპის სახალხო პარტია“, ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგის მიღების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენებისა და საქმიანობის მონიტორინგში ცუდი რომ არაფერია, აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს.

„არ და ვერ გამოვა ყალბი აჟიოტაჟის გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში. არ და ვერ იქცევა აგენტების ამერიკული კანონი პროტესტის გამომწვევი, რადგან ამაში ცუდი არაფერია. და ის ფაქტი, რომ ამერიკულ კანონს ევროპარლამენტში სწორედ ნაცმოძრაობის ლობისტი “ევროპის სახალხო პარტია” აინიცირებს, სწორედ ამაზე მეტყველებს!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს
Next: საფლავებს ხომ გასწვდნენ, ახლა ცოცხალ შვილებს გვიმუნათებენ და მათ მშობლებს აგიჟებენ, ოღონდ საკუთარ ჯიბეს არაფერი დააკლდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.