Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 07/03/2023
ვატო შაქარიშვილი

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტების ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა განცხადებებს ეხმიანება.

შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია კანონპროექტში.
მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი “მატრაკვეცობით” ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს.

„რეალობაში არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი! წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია, რა მიზნები აქვს და ა.შ.

უბრალოდ ერთმა ანგაჟირებულმა, მეორე ამყოლმა, მესამე მიმბაძველმა დაწერა ფბ-ზე და ინსტაგრამზე და “მეც” ხომ უნდა შევუერთდე ლიბერალურ ტრენდს?! მერე ვინმემ “რუსობა” არ დამაბრალოს! ვინმემ “ბნელად” და “ჩამორჩენილად” არ ჩამთვალოს! მერე რა რომ არც კი ვიცი რაზე არის ლაპარაკი, მთავარია დავწერო – “არა რუსულ კანონს” და ბილეთი ნაყიდია “დაწინაურებულ” ლიბერალურ ბაბლში! ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი “მატრაკვეცობით” ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს!“- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები
Next: დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.