Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები

მარშალ პრესი 07/03/2023
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მოუწოდა, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დატოვონ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რომლის მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან.

„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეიძლება ამას ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან, მაგალითად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ომბუდსმენის არჩევის საკითხი. ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. თუ რამეზე რეაგირება იქნება საჭირო, ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თუ ამ პროცესებს მივუშვებთ, ჩვენ მივიღებთ ცალ ფეხზე მდგომ საზოგადოებასა და კოჭლ სუვერენიტეტს – დიმიტრი ხუნდაძე
Next: არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.