საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა, საკითხი მალევე გადავწყვიტეთ. იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ორი არგუმენტი იყო წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და აგრეთვე გაიხსენეს მის მიერ წარსულში გაკეთებული რამდენიმე განცხადება. ვფიქრობთ ყველა ერთად, რომ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ. საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანი კანდიდატურას სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს. მის პიროვნებასთან, მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება“, – განაცხადა მდინარაძემ.
