Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც, მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე, როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე ეს არის ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა

მარშალ პრესი 06/03/2023
ირაკლი ლატარია

„როდესაც მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე და როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე – ეს არის შოუ, ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა და არა ქვეყნის, საერთო საქმისა“- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

,,საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”

წარმოგიდგენიათ უტიფრობის რა ,,ლეველზე” არიან? ვინც ზემოაღნიშნული დებულება დაწერა, შემდეგ განიხილა და ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა _იმაზე საუბრობენ რუსიო და რუსების ინტერესის დამცველიო, თან ის ხალხი, ვინც ხელფასს, პრემიასა და გრანტს იღებენ რუსეთიდან.. ის ხალხი, ვისაც რუსეთში იცნობენ როგორც რუსს ბიზნესმენს.. ის ხალხი, რომლებმაც რუსეთს მისცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი.. ის ხალხი, რომლებმაც პუტინს აუსრულეს ყველა ოცნება, რაც კი ჰქონდა საქართველოს მიმართ…

რუსეთის ინტერესს ატარებენო საუბრობენ ისინი, რომლებიც დღემდე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში წერილს_ წერილზე წერენ, რომ საქართველო არ მიიღონ ევროკავშირში…
რა თქმა უნდა, ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ, როდესაც წამლის ბარიგა აპროტესტებს ნარკოტიკებს.. როდესაც, მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე და როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე _ ეს არის შოუ, ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა და არა _ ქვეყნის, საერთო საქმისა…“- წერს ლატარია.

Post navigation

Previous: ქუჩებში დოლარებით დასპონსორებული ნაც.არასამთავრობოების პროტესტის მხარდაჭერის ნაკლებობაა
Next: თქვენ დისკომფორტში ხართ ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.