Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უსამშობლო კაცი ხარ – ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს

მარშალ პრესი 06/03/2023
ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, „ხალხის ძალის“ წევრისთვის, გურამ მაჭარაშვილისთვის მოხსენების წაკითხვის საშუალება მიეცათ.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად ისმის შეძახილები, „არა რუსულ კანონს“.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს უსამშობლო უწოდა. „უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“, – მიმართა ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს მოუწოდა, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაიყვანონ და წესრიგი უზრუნველყონ.

კომიტეტზე საკითხის განხილვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

Continue Reading

Previous: ლევან ხაბეიშვილმა და ანრი ოხანაშვილს ერთმანეთს ხელი დაარტყეს – დაპირისპირება (ვიდეო)
Next: უსამშობლო” ნაცების” აქციაზე ქართველი “ენჯეოშნიკები” ითხოვენ, ხალხო გამოდით, ჩვენი ფულის გაუმჭვირვალობის დასაცავად ქუჩაში დადექითო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025