მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანის სამხედრო ბაზისკენ მიემართება.
ამერიკული სამხედრო ტექნიკა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გადაადგილდება.
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანები („სტრაიკერი“) ცენტრალური მაგისტრალიდან გორში შევიდნენ.
სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარის დატოვება
ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს