Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

მარშალ პრესი 30/03/2022
პარლამენტი საქართველოს

პარლამენტმა, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და 71 ხმით მიიღო.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანის შედეგად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაეცემა.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროცესების მეტად ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვას.პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, თანმდევ კანონპროექტებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის, დაცული ტერიტორიების სისტემის და აკვაკულტურის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

Continue Reading

Previous: პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, მესამე მოსმენით მიიღო
Next: პოლიციამ ზუგდიდში უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025