Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, მესამე მოსმენით მიიღო

მარშალ პრესი 30/03/2022
პარლამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 74 ხმით მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონმდებლებმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღეს ასევე თანმდევი კანონპროექტები, კერძოდ, ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები.

ცვლილებები ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებას. ცვლილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას.

გარდა ამისა, კანონის პროექტით ახლებურად დარეგულირდება სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებასთან, ავტორიზაციის სამართლებრივ შედეგებთან და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები.

Post navigation

Previous: მიშელ ბაჩელეტის თქმით, უკრაინაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი პირის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა
Next: პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.