
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში დასრულდა რაფიელ ერისთავის სახლ -მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზაზე დაეგო ქვაფენილის საფარი. მოხდა შესასვლელი თაღის აღდგენა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუზეუმის ჭიშკარს და ღობეებს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 638, 485 ლარს.