Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საჭიროა გამოცხადდეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა – პაატა ზაქარეიშვილი

მარშალ პრესი 03/03/2023
პაატა ზაქარეიშვილი

ახლა ისტერიკების დრო კი არ არის, ახლა მუშაობის დროა, საქმის დროა: საჭიროა გამოცხადდეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც მაგალითად განდიმ გააკეთა ინდოეთში, სადაც გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობდა და ეს ხალხი აჰყვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ის მზად არის, არ გაიაროს რეგისტრაცია, არ გადაიხადოს გადასახადები და წავიდეს ციხეში. მისივე თქმით, ახლა შესაფერისი დროა, სამოქალაქო საზოგადოებამ დაუმორჩილებლობით გამოავლინოს, რამდენად არის ის დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე დაფუძნებული.

„თუ ჩვენ მართლა ვართ ქართული ნაცია, თუ მართლა ჩამოვყალიბდით როგორც ნაცია და ჩვენ გვაქვს სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება – არა სეგმენტი, არა სამოქალაქო ზონა, არა სამოქალაქო ორგანიზაციები – არამედ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე, ახლა არის მშვენიერი დრო, გამოვავლინოთ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში.

მაგალითად, მე პირადად, მზად ვარ არ გავიარო რეგისტრაცია, არ გადავიხადო გადასახადები და პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ იქნება სია წინასწარ ცნობილი, ვინ ვართ მზად, წავიდეთ ციხეში, ეს სერიოზული სამოქალაქო აქტიურობა იქნება დაუმორჩილებლობისა.“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

Post navigation

Previous: გავრცელდა პოლონელი დეპუტატის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს – ამირან სალუქვაძე
Next: სოფელ ქისტაურში დასრულდა რაფიელ ერისთავის სახლ -მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.