Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ

მარშალ პრესი 15/04/2022
მამუკა მდინარაძე

ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში ომი იყო, თავის სამხედრო მოსამსახურეებს ომის დანაშაული დააბრალა და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალა.

„ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ. საუბარი გვაქვს იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში იყო ომი, თავის სამხედრო მოსამსახურეებს დააბრალა ომის დანაშაული და სინამდვილეში ვინც ომის დანაშაულის ჩამდენი იყო და ამის მტკიცებულება არსებობდა – ისკანდერის ნაწილები, ეს ისკანდერის ნაწილები გადამალეს და შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსაძიებელი გახდა ეს ყველაფერი. თვითონ დააბრალეს ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალეს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია, თუ ოპოზიცია შეიძლება დაერქვას ომის და ღალატის პარტიას, ცდილობდა ყველაფერი გაეყიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება
Next: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025