Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავალების მიმღები ტიპიური ჯაშუშები ხართ, დავალებით რომ ეკლესიას აგიებთ, ის ადამიანები ხართ თქვენ – დაჩი ბერაია ხათუნა სამნიძეს

მარშალ პრესი 02/03/2023
2002

თქვენთვის სახელმწიფო ინტერესი რა არის, კაცმა არ იცის. დავალების მიმღები ტიპური ჯაშუშები ხართ, დავალებით რომ ეკლესიას აგინებთ, ის ადამიანები ხართ თქვენ, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას.

ბერაიას განცხადებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არა აგენტები, არამედ ჯაშუშები არიან და მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ვინაიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯაშუშებს არ ეხება.

„თქვენ აგენტები კი არა, თქვენ ხართ ჯაშუშები. თქვენ ხართ ტიპური ჯაშუშები, რომლებიც ანგრევთ ქვეყანას, სახელმწიფოს ჩამოქცევა გინდათ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აგინებთ ეკლესიას, დავალების მიმღები ჯაშუშები ხართ და ნუ ნერვიულობთ, ეს კანონი არ გეხებათ თქვენ, ჯაშუშებზე არ არის ეს კანონი.“ – მიმართა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ხათუნა სამნიძეს.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილის სრული საჯარო გამოსვლის ტექსტიდან „TV პირველმა“ რამდენიმე სიტყვა ამოჭრა და მხოლოდ ამ სიტყვებით მიდის პოლიტიკურად, ჟურნალისტობანას თამაში – ესაა მაგალითი, როგორ შეიძლება იქცეს მედია პოლიტიკურ მხარედ- თამთა მეგრელიშვილი
Next: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სისხლის უფასო დონაციის აქცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.