Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილის სრული საჯარო გამოსვლის ტექსტიდან „TV პირველმა“ რამდენიმე სიტყვა ამოჭრა და მხოლოდ ამ სიტყვებით მიდის პოლიტიკურად, ჟურნალისტობანას თამაში – ესაა მაგალითი, როგორ შეიძლება იქცეს მედია პოლიტიკურ მხარედ- თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 02/03/2023
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, „საზოგადოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯას ეხმაურება.

„TV პირველის, დიანა ტრაპაიძის ჟურნალისტურ-პოლიტიკური მანიპულაცია მოვისმინეთ ამჯერად მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებზე: „ვერ ვაკავშირებ ვერც ევროკავშირის წევრობას, ვერც იმ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზს, რომ ამას [კანონპროექტებს] თუ მიიღებთ, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არის ჩემთვის ფუნდამენტური საკითხი, როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისთვის.

ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ სამართლიანობა იყოს დაცული და ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები . რა არის ეს? რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციურია, ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის?“, – ეს მიხეილ ყაველაშვილის სრული საჯარო გამოსვლის ტექსტია საიდანაც „TV პირველმა“ მხოლოდ შემდეგი სიტყვები ამოჭრა- „ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის“ და მხოლოდ ამ სიტყვებით მიდის პოლიტიკურად ჟურნალისტობანას თამაში.

უკვე მერამდენედ?! ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს მედია პოლიტიკურ მხარედ.

არ მითხრათ დამოუკიდებელი მედია ასე მუშაობსო, ტყუილია, დამოუკიდებელი მედია იცავს ყოველ ნათქვამ სიტყას!

არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციისა ის თუ პოზიციის, დამოუკიდებელი მედია არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტიკური მხარე!“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ახლა ვიტყვი პირდაპირ, მოკლედ და კონკრეტულად. დღეს პარლამენტში მიცვივდნენ ჯაშუშები
Next: დავალების მიმღები ტიპიური ჯაშუშები ხართ, დავალებით რომ ეკლესიას აგიებთ, ის ადამიანები ხართ თქვენ – დაჩი ბერაია ხათუნა სამნიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.