Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა

მარშალ პრესი 14/04/2022
წულუკიანი

რაც ხელისუფლებაში ვართ, მუდმივად ვხედავდით, ვიცოდით და ბევრი ინფორმაცია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავიდოდა იმისთვის, რომ ანტიდემოკრატიული წესით ჩაეგდო ხელისუფლება ხელში, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება ამაზე საუბრობდა, მუდმივად ხდებოდა მწვავე კრიტიკის საგანი.

„დღეს ჩვენი საქმე გამარტივებული. მაგალითად, დღეს მე არ მჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს არის ის პარტია, რომელსაც ამ ქვეყანაში არ სურს მშვიდობა, მშიდობიანი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი წესით და ერთადერთი ქართული ოცნება, რომელიც მათ აქვთ, არის არეულობის მოწყობა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მათ ვერ უნდა შეძლონ საქართველოში არეულობა და რაც მთავარია, არ გააჩაღებინონ გარკვეულ ძალებს მეორე ფრონტი.

„მე სულაც არ ვთვლი, რომ ეს სწორი სახელია. ჩვენ პირველი ფრონტი ვიყავით, დღეს უკრაინაა მეორე ფრონტი. ჩვენ დიდიანია, რაც სამწუხაროდ ვართ და დღესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: თეა წულუკიანი: ეს არის მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტი სოლიდარობისა და სამძიმრის გამოსაცხადებლად
Next: რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025