Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი

მარშალ პრესი 02/03/2023
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს, რომ პარტია იყოს
მოწოდების სიმაღლეზე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.

„პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება, ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, ბევრი პროექტი არის დაწყებული ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით და მინისტრთა კაბინეტთან, მთავრობის წევრებთან ერთად მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს” სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო
Next: გავა დრო და სწორედ ევროპა დაეთანხმება ჩვენს პრინციპულ პოზიციას – მიხეილ ყაველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.