მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს” სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო.
განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.”- წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
