Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაცების“ დღევანდელი ნარატივი – ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია. არ გაუვათ

მარშალ პრესი 01/03/2023
რატი იონათამიშვილი

ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – „ნაცები“ უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – „ნაცმოძრაობა“ და ქალბატონი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

„რამდენიმე უმარტივესი სიმართლე:

1. ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – „ნაცები “უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი.

2. სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა – ეს დავა მოვიგეთ.

3. ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა – ეს დავაც მოვიგეთ.

4. ნაცებმა მთავარი მტკიცებულება, რუსული „ისკანდერის“ ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი.

5. ნაცებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს.

6. ამ ყველაფრის ფონზე, ნაცებს კიდევ ჰყოფნით თავხედობა, ჰქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა.

7. მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?!

8. ნაცების დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია. არ გაუვათ!!!“, – წერს იონათამიშვილი.

Post navigation

Previous: ლევანი კვლავ დაჭიმული კითხულობს სხვის დაწერილ ტექსტს (ვიდეო)
Next: საზოგადოების ინტერესებშია შეიქმნას გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი, რომელშიც ეს ორგანიზაციები მიუთითებენ დონორებს, მიღებული გრანტების ოდენობას და პროექტის შინაარსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.