რამდენიმე დღეში შესრულდება 1 თვე, რაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის დირექტორად დანიშნეს, თუმცა ეს ფაქტი ჯერ კიდევ შოკისმომგვრელია მისთვის და ცდილობს დაიჯეროს.
ამისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს, როგორ გამოსდის, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ ხომ ცდილობს?
ჯერ იყო და დიდი ამბით დააანონსა და შემდეგ ჩაატარა რამდენიმაკაციანი საპროტესტო აქციები იმ პირობით, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან დაიხსნიდა, თუმცა, არ გამოვიდა. არ გამოვიდა არც ხალხი და არც მრავალათასიანი აქცია.
ხვალინდელი დღის იმედით ის კვლავ განაგრძობდა მოკლე-მოკლე აქციებს ხან იუსტიციის სამინისტროსთან, ხან რომელიმე რაიონში, რამდენიმე ადამიანის თანხლებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრს მიედ-მოედო და ახლა თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულა, რაზე უნდა კონცენტრირდეს. მრავალ თემას მოედო, თუმცა ხელიდან ჯერ არაფერი გამოუვიდა.
ხან ვივამედიდან აპირებდა სააკაშვილის დახსნას, ხან გელათის გადარჩენაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, ბოლოს რიკოთზეც გავარდა სასწრაფოდ, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. აი დღეს კი, ისევ რაღაც თემა მოიგონა და ბრიფინგიც მიუძღვნა, სადაც აშკარად დაჭიმულ-დაძაბული და პუდრწასმული, თეთრი პიჯაკით, შენელებული პირის აპარატით და მეტყველების დახვეწის მცდელობით გვესაუბრება.
როდემდე გააგრძელებს მთავარი ბოსი კეზერაშვილი მის დაფინანსებას და უფროსობას, არ ვიცით, თუმცა, ფაქტია, ისედაც დისკრედიტებული ნაციონალური მოძრაობა, კიდევ უფრო კომიკურ და უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
პატივისცემით : დოდო ჯონჯოლაშვილი
სპეციალურად “მარშალპრესი”-სთვის.
