Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკუთარი ძაღლიშვილის” გადასარჩენად! ეს, იცით, რას ნიშნავს? ევროკავშირის 27 ქვეყანა სულში აფურთხებს ქართველი ხალხის გადამწყვეტ უმრავლესობას

მარშალ პრესი 28/02/2023
ჯაბა ხუბუა

,,საკუთარი ძაღლიშვილის” გადასარჩენად – იმის გამო, რომ მანიაკი სააკაშვილი, საკუთარი ნებით, საჭირო საჭმელს არ ჭამს და საჭირო წამლებს არ სვამს, ევროკავშირის 27 ქვეყანა საქართველოს დემარშს უცხადებს.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში:

“ეს, იცით, რას ნიშნავს? ევროკავშირის 27 ქვეყანა სულში აფურთხებს ქართველი ხალხის გადამწყვეტ უმრავლესობას, რომლისთვისაც სააკაშვილი მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის მთავარი შემოქმედია.

ევროკავშირის 27 ქვეყანა ღია მესიჯს უგზავნის ქართველი ხალხის გადამწყვეტ უმრავლესობას, რომ ისინი დგანან არა საქართველოს, არამედ სანდროს, ბუტას, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის, დათო ცინდელიანის, პაატა ქარდავას და სხვა უდანაშაულო ადამიანების მკვლელი რეჟიმის ბელადის მხარეს, დგანან კოლექტიური მეგისქარდავასა და ყავარჯნიანი ჯალათის გვერდით და მზად არიან, საქართველო გადააყალონ სააკაშვილის თავისუფლებას.

ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს წინააღმდეგ იმას ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი არ აპირებს, დაუშვას მართლმსაჯულების აღსრულება იმ პერსონის მიმართ, რომელიც ,,დემოკრატიის შუქურად” ჰყავდა გამოცხადებული მაშინ, როცა იგი საქართველოში სისხლის მდინარეებს აყენებდა, მშვიდობიან დემონსტრაციებს არბევდა, სისტემური წამების ლეგიტიმაციას ახდენდა და აკეთებდა ყველაფერს, რაც ახლოსაც არ იყო დემოკრატიასთან.

სხვანაირად რომ ვთქვათ, კოლექტიური დასავლეთი მზად არის, ,,საკუთარი ძაღლიშვილის” გადასარჩენად საქართველოს თავზეც გაიაროს.
სააკაშვილის გამო ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ პოლიტიკური ევროპა მორალური, ზნეობრივი და ინსტიტუციური ხრწნილების ფსკერზე იმყოფება, საიდანაც დიდი ალბათობით, ვეღარც ამოაღწევს.”– წერს ჯაბა ხუბუა.

Post navigation

Previous: მაშინდელი გენშტაბის უფროსი აცხადებდა, ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო და მერე ჩვენ დაგვსდევდნენ დერეფნებში შეკითხვით – ომი ვინ დაიწყოო
Next: “დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის –  ,,ოზურგეთის ახალი სიცოცხლე” განხორციელება – ავთანდილ თალაკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.