Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაშინდელი გენშტაბის უფროსი აცხადებდა, ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო და მერე ჩვენ დაგვსდევდნენ დერეფნებში შეკითხვით – ომი ვინ დაიწყოო

მარშალ პრესი 27/02/2023
მამუკა მდინარაძე

ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ხონჩით მიეცა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები. 2007 წლის მაისიდან დაწყებული, სამხრეთ ოსეთი რომ დაარქვა ხელახლა სამაჩაბლოს და ცხინვალის რეგიონს, ადმინისტრაციული ტერიტორია რომ მოუხაზა, იქით კოდორის და ზემო აფხაზეთის თემა და ა.შ.   მერე, 2008 წლის ომის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ სააკაშვილი, თავისი გაგზავნილი ხალხის მეშვეობით, ხელი მოუწერა იმაზე, ომიც ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაულიც ჩავიდინეთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული ამ ჩანაწერის ავტორები, დღეს, „ქართულ ოცნებას“ რუსეთს ადარებენ იმ ფონზე, როდესაც გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა თავადვე აცხადებდა, რომ ქართული მხარე ჩქარობდა, რათა რუსეთს არ დაესწრო ცხინვალში შესვლა.

მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ქართულმა მხარემ, თავადვე მოაწერა ხელი ომის დანაშაულის აღიარებას იმ მოტივით, რომ დოკუმენტში ოკუპაციაც ეწერა. 

„ომის დანაშაული უღიარა და ხელი მოუწერა, იქ ოკუპაცია ეწერაო, ყველა პირობა შეუქმნა, თითქოს, ტურისტებად შეიძლებოდა ვინმეს მოეხსენებინა რუსი, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები. ჩვენ ვხედავდით 7-8 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე საუბარს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს 7-ში ღამე გრადებით დაბომბვა, 8-ში მთელი დღე ყველა მათი ტელევიზიის, ნიუსი იყო, როგორ წავიდნენ წინ, როგორ უტევდნენ. მათი გენშტაბის უფროსის განცხადებები, ფილმი რომ აქვთ გადაღებული, იქ დღემდეა –  ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო – და ამის მერე, ჩვენ დაგვდევდნენ დერეფნებში, ომი ვინ დაიწყოო. ამ ხალხთან გვაქვს საუბარი, ამათგან უნდა გაგიკვირდეს პუტინის ფრაზებს ამოჭრიან თუ რას იზამენ? არათანმიმდევრულობის პიკი აქვთ და ღალატის ფორმულაა მთლიანად „ნაცმოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს
Next: საკუთარი ძაღლიშვილის” გადასარჩენად! ეს, იცით, რას ნიშნავს? ევროკავშირის 27 ქვეყანა სულში აფურთხებს ქართველი ხალხის გადამწყვეტ უმრავლესობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.