ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის ელჩ კელი დეგნანს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს არ სჭირდება კანონი, რაც არასამთავრობო სექტორში უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების გამოვლენას ეხება.
ქალბატონო ელჩო, თქვენი “მოღვაწეობის” მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში. თქვენ არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება. დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ.”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
