Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გადაჭარბებული შიშებია – მამუკა მდინარაძე გაერო-ს განცხადებაზე

მარშალ პრესი 27/02/2023
მამუკა მდინარაძე

როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ლეგიტიმურმა მიზანმა რამე პრობლემა შექმნას, გადაჭარბებული შიშებია – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაერო-ს განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც გაერო შედეგს ნახავს, რომ გამჭვირვალობის გარდა არანაირი მიზანი არ არის ჩადებული, დარწმუნებულია, გაეროს აღარ დასჭირდება ასეთი განცხადებების კეთება.

„გაეროს მიაჩნია, რომ შეაფერხებს [ურთიერთობებს], მაგრამ როდესაც შედეგს ნახავს, რომ გამჭვირვალობის გარდა, აქ არანაირი მიზანი არ არის ჩადებული და მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური მიზანია, ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, აღარ დასჭირდება ასეთი განცხადებების კეთება. ეს იყო გადაჭარბებული შეფასება და გადაჭარბებული შიში იმის მიმართ რასაც ვაპირებთ. ერთ შემთხვევაში იყო ტყუილი და ეს არ შეეხება გაეროს იმ წარმომადგენელს, რომელმაც ეს ტექსტი შეადგინა. ტყუილია, რომ მათ აქვთ განცდა, რომ შესაძლებელია ამან შეუქმნას გარკვეული პრობლემები ურთიერთობებს. როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ლეგიტიმურმა მიზანმა რამე პრობლემა შექმნას, ამიტომ გადაჭარბებული შიშებია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს, შემდეგ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას
Next: ქალბატონო ელჩო, თქვენ არავინ გეკითხებათ – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.