Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როცა მამები შიგნიდან “ლეწდნენ” საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით “ჭედავენ” ლიბერალურ დემოკრატიას

მარშალ პრესი 27/02/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მხატვარ გია ბუღაძის მიერ შესრულებულ ლენინის პორტრეტს და ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, 1981 წელს, ბუღაძის მიერ შესრულებული ნახატი და ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ ასევე ლენინისთვის მიძღვნილი ლექსი აჩვენებს, თუ როგორ „ებრძოდნენ“ ისინი საბჭოთა კავშირს.

„სასწაულია პირდაპირ, როცა მამები შიგნიდან “ლეწდნენ” საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით “ჭედავენ” ლიბერალურ დემოკრატიას, ამ ნახატს, ლევიტანის ხმით წაკითხული ჩარკვიანის ლექსი აკლია და ფაქტობრივად “პერფორმანსია”…

მხატვარი-გია ბუღაძისა 1981.წ ლექსი-ჯანსუღ ჩარკვიანისა 1970.წ

“ახლა მოსკოვში ყინავს და ოცდაათი გრადუსია. ცა ფეხად ჩამოდის და უხარიათ ნაძვებს… გარეთ გამოსულა, ქვეყანაზე რაც რუსია, რუსი, ყინვის ამტანი და ჭირის გამძლე. დგანან და ელიან იმ წუთს ბედნიერს, როცა პირადად შეხვდებიან ვლადიმერ ლენინს… იხდიან ქუდებს, მავზოლეუმში ჭმუნვით შედიან და ჩურჩულებენ: “ილიჩი ჩვენი”. გარეთ კი დადის ბრძენი კაცივით იანვრის სუსხი… და ხალხი ამბობს: “ქვეყანაზე თუ ვინმეა, მხოლოდ შენ ერთი… “და მოუწოდებს ხალხებს ბრძენი და დიდი რუსი: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მაშინ როცა, ნაწამები, ციმბირის კარცერის ე.წ ლაგერში ნაშიმშილარი მერაბ კოსტავა 36 კილოს იწონიდა, ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ლენინზე ქმნიდა პათეტიკურ ნაწარმოებს
Next: კაცის კაცების (არაკაცების) პრაიდი – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.