Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაშინ როცა, ნაწამები, ციმბირის კარცერის ე.წ ლაგერში ნაშიმშილარი მერაბ კოსტავა 36 კილოს იწონიდა, ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ლენინზე ქმნიდა პათეტიკურ ნაწარმოებს

მარშალ პრესი 27/02/2023
დავით ქართველიშვილი

მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა “ვერტუხაების” მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით – ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს: “ლენინს” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული – რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც “სიტყვასა შინა ცრუობით”: “ჩემი დახატული არ არისო”.

„მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა “ვერტუხაების” მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით – ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს: “ლენინს”.
რამხელა სიღრმისეული ძალაა აღბეჭდილი ბელადის პორტრეტში, როგორი იდეოლოგიური გადაღლა იმჩნევა ვლადიმერ ილიას ძეს პარტიულ მეგობრებში – რომლებსაც წინ ათასობით მღვდელი ჰყავთ დასახვრეტი, ათობით ათასობით ეკლესია – ასაფეთქებელი, ასობით ათასობით მშრომელი გლეხი – გასაკულაკებელი, ტაო-კლარჯეთი – საქართველოდან მოსაწყვეტი და მერაბ კოსტავას მწამებლების ახალი თაობების აღზრდა.

უამრავი და მრავალფეროვანი საქართველოს მტერი ამაოდ ცდილობდა ეკლესია-მონასტრებიდან სვანეთის მთებსა და მღვიმეებში გატანილი საგანძურისა და სიწმინდეებით დაუფლებას. არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული – რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც “სიტყვასა შინა ცრუობით”: “ჩემი დახატული არ არისო”. არა, გია! ამ სასწაულ შედევრს საქართველოში შენს გარდა ვინმე შექმნიდა?“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?
Next: როცა მამები შიგნიდან “ლეწდნენ” საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით “ჭედავენ” ლიბერალურ დემოკრატიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.