Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასავლეთისთვის, რომელიც ომში ჩართული მხარეა, სირცხვილი არაა ის, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მაინც იღებს რუსულ გაზს, უკრაინისთვის სირცხვილი არაა ამ გაზის ტრანზიტიდან პროცენტის აღება და ჩვენ რისი უნდა შეგვრცხვეს მაგალითად?

მარშალ პრესი 26/02/2023
ზვიად ავალიანი

“ნაცებს” რა უნდათ გავიგე, მაგრამ აი უკრაინის ელჩს თუ რწმუნებულს, ორი დღეა ვაკვირდები, მაგრამ რა უნდა და კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს მართლა არ მესმის”- წერს ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში ანდრეი კასიანოვზე.

“და საერთოდ, რა რადიკალურ ეკონომიკურ სანქციებზეა საუბარი, როცა უკრაინა თვითონ დღემდე ატარებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპისკენ საკუთარი ტერიტორიის გავლით და ამ გაზსადენს ამდენი ხანია რატომღაც არც “ჭკვიანი რაკეტა” ხვდება და არც ბრმა ტყვია?

ესეიგი, დასავლეთისთვის, რომელიც ომში ჩართული მხარეა, სირცხვილი არაა ის, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მაინც იღებს რუსულ გაზს, უკრაინისთვის სირცხვილი არაა ამ გაზის ტრანზიტიდან პროცენტის აღება და ჩვენ რისი უნდა შეგვრცხვეს მაგალითად?

მითუმეტეს, როცა ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ პოზიცია რომ ომში მონაწილეობას არ ვიღებთ. ისიც გასაგებია რომ ქართველებს ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე “ემოციური ხალხის” იმიჯი გვაქვს და ამის გამო მტერიც და მოყვარეც მუდმივად ჩვენი ემოციების მართვას ცდილობს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მანიპულაციასაც ხომ უნდა ქონდეს რაღაც ლოგიკური ზღვარი?”- წერს ზვიად ავალიანი.

Post navigation

Previous: როდესაც ხატია დეკანოიძე უტევს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ რა კანონები მოქმედებს აშშ-ში
Next: ყოველდღიურად მიღებული საკვების დაანგარიშებით კალორაჟი არ აღემატება 400-500-600 კალორიას – “ვივამედი”-ს ექიმი სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.