Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ხატია დეკანოიძე უტევს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ რა კანონები მოქმედებს აშშ-ში

მარშალ პრესი 26/02/2023
ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ხატია დეკანოიძე უტევს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ მას ან წარმოდგენა არ აქვს, თუ რა კანონები მოქმედებს აშშ-ში, ანდა შეპყრობილი იმ იდეით, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოახდინოს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტისა, ვეღარ არჩევს, ან კიდევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დაისახა მიზნად, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტზე ხვალიდან პარლამენტი საკომიტეტო განხილვებს დაიწყებს. რიგით მეორე დოკუმენტი ამერიკული კანონის ასლია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ამის მიუხედავად, დოკუმენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულაციებს აგრძელებს. უკვე მეორე დღეა ხატია დეკანოიძე კანონპროექტს რუსულს უწოდებს და ითხოვს, რომ პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

Post navigation

Previous: ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა მათთვისაც გაჯანსაღების გზაა
Next: დასავლეთისთვის, რომელიც ომში ჩართული მხარეა, სირცხვილი არაა ის, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მაინც იღებს რუსულ გაზს, უკრაინისთვის სირცხვილი არაა ამ გაზის ტრანზიტიდან პროცენტის აღება და ჩვენ რისი უნდა შეგვრცხვეს მაგალითად?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.