Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ყველა პოლიტიკური ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან ერთად მიდის უკრაინაში, “ომის პარტია” ბორტს მიღმა დარჩა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 14/04/2022
ირაკლი კობახიძე

ყველა პოლიტიკური ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან – შალვა პაპუაშვილთან ერთად მიდის უკრაინაში. “ომის პარტია” “ბორტს მიღმა” დარჩა.”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“მგონია, რომ ყველაფერი იდეალურად ლაგდება. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა იყო. ჩვენი შეთავაზება იყო, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი ყოფილიყო. ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. დელეგაცია იდეალურად დალაგდა – იდეალურია, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და, ამავე დროს, ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის “ომის პარტია”, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ მარტო დარჩა”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ამერიკის ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების ქართულენოვანი მიმართვა დედაენის დღესთან დაკავშირებით
Next: როგორი საქმეა, არარსებული ტირანიის დამხობას აპირებდნენ მართლა ტირანიის დასაბრუნებლად – ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025