დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსის სადარბაზოში დაზიანებული კიბეები იცვლება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოაჯირებს. ამასთან, მაიაკოვსკის ქუჩის N4-ში საერთო სარგებლობის სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების საერთო ღირებულება 103 953 ლარს შეადგენს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

