Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, რელიგიური რადიკალიზმის წახალისებაა

მარშალ პრესი 23/02/2023
მამუკა მდინარაძე

ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება. სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა “რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!

ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!“, – აცხადებს მდინარაძე.

21 თებერვალს მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას „რადიკალური ისლამიზმი” ახსენა, რასაც პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით მდინარაძე, მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

Post navigation

Previous: კეზერაშვილის მარიონეტები აგრძელებენ ქართველი მეფეების შეურაცხყოფას
Next: დიღმის მასივში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.