IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს თანადაფინანსების პროგრამა 1 წლამდე გახანგრძლივდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდაჭერის გაგრძელება. ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს თანადაფინანსების პროგრამა 1 წლამდე გახანგრძლივდება. იმ სასტუმროებს, რომლებმაც უკვე მოგვმართეს, დამატებითი აპლიკაციის წარმოდგენა არ დასჭირდება. ისინი კი, ვინც ჯერ არ მონაწილეობდა, ერთი თვის განმავლობაში შეძლებს, მიმართოს დამფინანსებელ ბანკებს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. ეს არის დროული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია დასაქმების შენარჩუნებაზე. პანდემია პოზიციებს არ თმობს და ტურიზმი დიდად დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, ამიტომ ეკონომიკის ეს სეგმენტი დახმარებას საჭიროებს“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება