Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი – სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები

მარშალ პრესი 21/02/2023
გომელაური ვახო

2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი – სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები – აღნიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

რაც შეეხება საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერების მიმართულებას, მინისტრის თქმით, ამ მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები. „საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის
როლის გააქტიურებას და საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი − სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.

აღნიშნული რეფორმის კონცეფცია შეფასებულია ვენეციის კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციები დიდწილად ასახულია ინიცირებულ პროექტში. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, დაწყებულია მისი საკანონმდებლო განხილვის პროცედურები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცედურების შემდეგ, ცვლილებები ეფექტიანად დაინერგება და ამოქმედდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Post navigation

Previous: საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება – კახა კალაძე ხაბეიშვილზე
Next: 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება – ვახტანგ გომელაური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.