IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შესაძლოა, დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც რამიშვილი აღნიშნავს, პროკურატურის ნაცვლად, სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემა თავად თამაზაშვილმა ისურვა.

იმედია, სასამართლოში დღეს დაგვიბარებენ. მაგისტრატ მოსამართლესთან უნდა ჩვენების მიცემა, პროკურატურაში გუშინ ისეთი სიტუაცია დახვდა, დაძაბული იყო, თავისუფალ მდგომარეობაში არ იყო“, – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა მზად არის, რომელსაც ადვოკატი ჯერ არ გაცნობია და აცხადებს, რომ „მაგისტრატ მოსამართლესთან თამაზაშვილის დაკითხვის შემდეგ გაეცნობა“.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება