Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა, იმეგობროს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან და ბომბების ჩადებას არასამთავრობოებით, თავი დაანებოს

მარშალ პრესი 20/02/2023
ავთანდილ ენუქიძე

დეკლარაცია, რომ შევავსე 1200 ლარით დამაჯარიმეს, იმიტომ რომ ჩემი ცოლის ერთ-ერთი ანგარიში დამავიწყდა, რომელზეც ფული საერთოდ არ ყოფილა. გიგაურს 25 მილიონი მისცეს და რომ ეკითხებიან, თუ სად დაიხარჯა, თქვენ არ გეკითხებათ არავინო. ეს ფული, რომ ჩემს ქვეყანაში იხარჯება, ამაზე მაქვს მე ლაპარაკი. თორემ, მე ჯერ არც დოკუმენტი წამიკითხავს და არც ვიცი რაზეა საუბარი, ‘’- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ,,ხალხის ძალის’’ მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს აპროტესტებდნენ.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, ფული რომელის საქართველოში იხარჯება, აუცილებელია, რომ საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული იყოს.

,, ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა, იმეგობროს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან და ბომბების ჩადებას აქ, იმ არასამთავრობოებით , თავი დაანებოს. ის ფული მისცენ საქართველოს ხელისუფლებას, ბომბებს ნუ დებენ. ეგ იმისთვის არის, რომ მერე ააყირაოს მთავრობა, თუ მისი მორჩილი არ იქნება – ეს არის სიმართლე, რომელიც არ გინდათ, რომ ასე გამოკვეთილად თქვათ. ყველა ქვეყანაში მაგისთვის დებენ მაგ ფულს, სხვანაირად ჩადებული ფული აბა მაჩვენეთ, იმ ქვეყნის აყვავებისთვის სად არის ჩადებული,’’ – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვაცნობეთ რუსებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გაემგზავრებოდა კიევში – ჯეკ სალივანი
Next: რაგბის კავშირის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025