Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგანგაშო ცნობები მოდის ბელგიიდან! ეს დადგენილება ჩვენი პასუხი უნდა იყოს იმ სპექტაკლზე, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ დგამს

მარშალ პრესი 19/02/2023
332285869_733152455044309_1940817076719894604_n

“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა  და “ქართული ოცნების” ლიდერებს, ირაკლი  კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს მიმართავს, ქართული მხარისგან მიღებულ იქნას დადგენილება ევროდეპუტატ ევა კაილისთან დაკავშირებით, რომელიც დაპატიმრებულია კორუფციის ბრალდებით და როგორც ცნობილია, მას ციხეში აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან.

ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტს სთავაზობს დადგენილების მისეულ ვერსიას, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ევროდეპუტატებს, ვინც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებენ და კლავენ.

“საგანგაშო ცნობები მოდის ბელგიიდან, ევროპარლამენტის ვიცე სპიკერს ევა კაილის ბრიუსელში აწამებენ!

საქართველოს პასუხი ევროპარლამენტს!

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (პროექტი)

ევროპარლამენტის ვიცესპიკერის ევა კაილის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბელგიაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერ ევა კაილის უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.

იგნორირებულია უდანაშაულობის პრეზუმფციის სამართლებრივი არსი, რაც პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვს ბადებს. ევა კაილის არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტებით, ბელგიის პენიტენციურ სისტემაში შეზღუდული აქვს კანონით დადგენილი სერვისებით სარგებლობა, მას არ შეუქმნეს მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების შესაბამისი გარემო.

უხეშად ირღვევა მისი როგორც ქალის და დედის უფლებები. საშუალებას არ აძლევენ ინახულოს მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის წევრები. ამგვარი დამოკიდებულება წამების ტოლფასია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმებზე და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიემართოს ევროკავშირს, უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და დაიცვას ევროპარლამენტის ვიცესპიკერის ევა კაილის კანონით დადგენილი უფლებები. უზრუნველყოს ბელგიის პენიტენციურ და სამართალდამცველ სისტემაში მისი უფლებების დაცვა და ნორმალური მოპყრობა.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, მიმართოს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპარლამენტის ვიცესპიკერ ევა კაილის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანასთან და სასამართლო პროცესის საქართველოში წარმართვასთან დაკავშირებით.

3. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს მიაწოდოს ყველა დასაბუთება: საქართველოს პენიტენციალურ და სამართალდამცავ სისტემაში დაკავებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობისა და მკურნალობის მაღალ სტანდარტებთან დაკავშირებით; ვივა-მედის კლინიკაში მსოფლიოში უპრეცედენტო მკურნალობისა და დაკავებული პაციენტისათვის უნიკალური პირობების შექმნის პრაქტიკაზე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთდა, ანალოგიური სერვისების ევა კაილისათვის მიწოდების თაობაზე; საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მზადყოფნაზე, ევა კაილის სასმართლო პროცესის ევროსტანდარტებით წარმართვასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი, კარგა ხანია ჩვენი ქვეყნისთვის დამამცირებელ აბსურდის თეატრში გვაცხოვრებს! დაუსაბუთებელ, უსამართლო პრეტენზიებს გვიყენებენ და პოლიტიკური შეკვეთით ჩვენ დამორჩილებას ცდილობენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე , როცა ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ , რომ ევროპარლამენტის ვიცესპიკერს ბრიუსელის საბყრობილეში არაადამინურად ებყრობიან და აწამებენ. საქართველოს პარლამენტის ეს დადგენილება ჩვენი პასუხი უნდა იყოს იმ სპექტაკლზე რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ დგამს! ქართული სტანდარტი უფრო მაღალი და ადამინური აღმოჩნდა ვიდრე ევროკავშირის!”– წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: საზოგადოებას და არავის, მათ შორის სააკაშვილის მეგობრებს, არ უჩნდებათ შეკითხვა, რომ სააკაშვილის სასჯელი არის თუ არა უსამართლო
Next: დღეს ჩვენ ვხედავთ ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ევროპას – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.