სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, რა თქმა უნდა მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ”- განაცხადა თეა წულუკიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას 17 თებერვალს, POSTV-ის ეთერში.
თეა წულუკიანის თქმით, ის ბოლომდე იქნება “ქართული ოცნების” რიგითი ჯარისკაცი.
კულტურის მინისტრმა გაიხსენა მისი მუშაობის პერიოდი სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უამრავი მძიმე საქმე იგზავნებოდა საქართველოდან.
“დიდი ვარდების რევოლუციის შემდეგ იმატა საქმეებმა და ეს იყო ჯოჯოხეთი, რასაც მე ამ საქმეებში ვკითხულობდი და მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე საქართველოში და რასაც შევძლებ იმას გავაკეთებ.
სანამ ამათი {ნაც.მოძრაობა} დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, სულ არ მრცხვენია ამ სიტყვების თქმა, რა თქმა უნდა მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმას ვიქნევ.
მე ვარ ამ გუბდის წევრი და ვიქნევ ამ ხმალს სხვებთან ერთად. ყველანაირი მცდელობა, რომ გუნდში შეიტანონ ბზარი, ეს არ გამოვა”– განაცხადა თეა წულუკიანმა,
