Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები

მარშალ პრესი 16/02/2023
ანდრია გვიდიანი

ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ყველა პოლიტიკურ პროცესზე. მათ შორის, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის მიშა სააკაშვილი- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები.

„არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები. მსგავსი უსამართლო რეზოლუციები არის ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა, რასაც არავინ შეეგუება. სამწუხარო ის არის, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობენ ვიღაცები, ვინც ვერ გაიგეს, რომ სააკაშვილის წამებულად და ივანიშვილის დამნაშავედ წარმოჩენას ქართული საზოგადოება არ მიიღებს.

ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ყველა პოლიტიკურ პროცესზე. მათ შორის, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის მიშა სააკაშვილი. ჩვენ, ქართველ ხალხს, კარგად გვახსოვს მისი ხელისუფლების პერიოდი, მისი სტილი და მისი დანაშაულებები. ამიტომ თვალებში ნაცრის შეყრას და შავზე თეთრის მტკიცებას უბრალოდ აზრი არ აქვს.“– წერს გვიდიანი.

Continue Reading

Previous: საქართველომ იწვნია საბჭოთა კავშირის 70-წლიანი რეჟიმის დიქტატურა და არ აპირებს მოითმინოს ლამაზად შეფუთული, ხალხის მანდატის არმქონე აგენტოკრატიის დესტრუქციული ქმედებები
Next: გვემუქრებიან სანქციებით და გვაშანტაჟებენ ფარატინა სტატუსად ქცეული პერსპექტივით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025