Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სიბეცე მუდამ ლოზუნგებს ეფარება. „ხელოვნება“, „თავისუფლება“ მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ – გოგა ხაინდრავა

მარშალ პრესი 12/02/2023
ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„სიბეცე მუდამ ლოზუნგებს ეფარება! „თავისუფლების“ და „დამოუკიდებლობის“ მოწოდებებით ინიღბება შური და ბოღმა! ესე იყო 1937-ში. დღეს ვერ გვხვრეტდნენ… რა ქნას უნიჭომ? „ხელოვნება“, „თავისუფლება“ მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ! შენნაირი უნიჭოებისთვის“, – წერს ხაინდრავა.

მხატვრის სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Post navigation

Previous: თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ხელოვნების მოთვინიერების დრო დადგა, რატომ ხმამაღლა არ აპროტესტებთ თქვენი თანამდებობის მაღალი ტრიბუნიდან
Next: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.