IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ესპერტიზით, დადგინდა, რომ ჩანთაზე შერეული ტიპის დნმ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კობაიძე განმარტავს, ჩანთაზე ამოსული დნმ არჩილ გაგნიძეს არ ეკუთვნის.

„გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად შერეული ტიპის დნმ ამოვიდა. კითხვა იყო დასმული, იყო თუ არა აღნიშნულ ჩანთაზე არჩილ გაგნიძის დნმ და აღნიშნული ექპერტიზით დადგინდა, რომ ჩანთაზე გაგნიძის დნმ არ ამოსულა. თუ ვის ეკუთვნის იქ ამოსული დნმ, ეს უცნობია. ბრალდებულების დნმ ჩანთიდან არ ამოსულა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შაქარაშვილის ჩანთასთან შეხება არ ჰქონიათ. შერეული დნმ ნიშნავს, რომ სხვისი დნმ ამოვიდა, მაგრამ დადგენილი არ არის, ვისი“, – აცხადებს კობაიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება