Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არავინ არავის იჭერს, ფსევდო-ლიბერალების გამოგონილი თემაა – ირაკლი ზარქუა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტზე

მარშალ პრესი 12/02/2023
ირაკლი ზარქუა

ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ფსევდო ლიბერალების გამოგონილი თემაა, რომლებსაც ჰგონიათ, ამით საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ.

მისივე თქმით, მიუღებელია რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და შეიძლება მაქსიმუმ ჯარიმა გამოუწერონ.

„გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო. ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვს და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ.“- განაცხადა ზარქუამ.

Post navigation

Previous: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს – ირაკლი კობახიძე
Next: სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.