Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 12/02/2023
კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს:

“ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს! უფროსი თაობისგან გვსმენოდა, როგორ ელოდა მთელი საქართველო კვირიდან კვირამდე მიშა მესხის თამაშს, თამაშის დროს კი, მესხის მიერ ბურთის თითოეულ მიღებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას მოედანზე მარცხენა ფლანგიდან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეული საფეხბურთო სილამაზის შექმნა შეეძლო. დღეს ეს განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა და გვაჩუქა.

ხვიჩა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს სახელს უთქვამს მსოფლიო მასშტაბით და ამას ის განსაკუთრებული პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის გამორჩეული სიყვარულით აკეთებს.
ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რომლებსაც ის იმსახურებს როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ასეთივე გამორჩეული ადამიანი!”– წერს ირაკლი კობახიძე.

ყველასთვის საამაყო ხვიჩა კვარაცხელიას დღეს 22 წელი შეუსრულდა.

“მარშალპრესი” ულოცავს ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს, უსურვებს ჯამრთელობას და უფრო დიდი პროფესიული მწვერვალების დაპყრობას.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება
Next: არავინ არავის იჭერს, ფსევდო-ლიბერალების გამოგონილი თემაა – ირაკლი ზარქუა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.