Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა

მარშალ პრესი 11/02/2023
329941616_494898652802729_4458354178963182060_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოწყობილ ხელოვნური გათოვლიანების სისტემასა და ხელოვნურ რეზერვუარებს და მოისმინა ინფორმაცია სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესახებ.

16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის, მათ შორის, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის,

ნიდერლანდების, ავსტრალიის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

Post navigation

Previous: საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდები 40:8 დაამარცხა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.