საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდები 40:8 დაამარცხა

რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის მეორე მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გასვლით შეხვედრაში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით, ანგარიშით 40:8 დაამარცხა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 12:3 მოიგო. Მეორე ტაიმში ,,ბორჯღალოსნებმა” სხვაობის გაზრდა მოახერხეს და საბოლოოდ 40:8 იმარჯვეს.

ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას 18 თებერვალს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

გაზიარება