IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალურ მოძრაობაში“ უამრავი ადამიანია, რომელიც წუხს ბევრი რაღაცის გამო და ინფორმაციას აწვდის ჩვენი პარტიის ბევრ წარმომადგენელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკვეთილი, ამომრჩევლის განწყობის კვლევის შედეგები მმართველ პარტიაში ცნობილია.

„საიდან გვაქვს „ნაცმოძრაობის“ კვლევის მონაცემები? „ნაცმოძრაობაში“ უამრავი ადამიანია, რომელიც წუხს ბევრი რაღაცის გამო და ინფორმაციას აწვდის ჩვენი პარტიის ბევრ წარმომადგენელს. საბედნიეროდ, „ქართული ოცნებიდან“ იქით მსგავსი რამ არ ხდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ ამის მერე ამ თემაზე, ეს იქნება ნიშნის მოგებით ნათქვამი სიტყვები იმიტომ, რომ მათაც იციან, რომ მათგან ძალიან ბევრი ინფორმაცია გადის საზოგადოებაში და პირველ რიგში, როდესაც ისინი რაღაცაზე ლაპარაკობენ, უნდა იცოდნენ, რომ სიმართლე არსად იმალება და ამიტომ გაუმხილონ თავის პარტიულ აქტივს ის მონაცემები, რაც მიიღეს მათივე დაკვეთით საკმაოდ ნორმალური და სერიოზული ორგანიზაციისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რეიტინგი 40%-ს, ხოლო მმართველი პარტიისა 60%-ს შეადგენს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური შტაბის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ჩემი ინფორმაციით, არ იცის მათი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემი იმიტომ, რომ ეს არის მათთვის კატასტროფულად დაბალი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების – ყველასი ერთად, დაახლოებით 40 % და „ქართული ოცნების“, დაახლოებით, 60%-ია. ზუსტი მონაცემები ნამდვილად არ მაქვს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება